მსოფლიო ჩემპიონი , ოზურგეთელი ლუკა ჯავახაძე ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში და მისი პირადი მწვრთნელი, კახაბერ აბაშიძე.
კახა აბაშიძეს, ლუკას ოჯახის შემდეგ, ყველაზე მეტად უხარია მოსწავლის წარმატება!
დიდი გამარჯვების შემდეგ , პირველი ფოტო.
ოზურგეთის სპორტულ- გამაჯანსაღებელი გაერთიანება.
ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დიდებული სტარტი აიღო.
ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ხალიჩაზე 5 ქართველი გავიდა და სამი ფინალში, ერთიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა.
48 კგ წონით კატეგორიაში ლუკა ჯავახაძემ უკრაინელ არსენი კუტილს (5:1), რუს პაველ ბონდარს (7:6) და ყაზახ იუსუფ აშრაპოვს (3:3) აჯობა.
ფინალში კი თურქი სერვეტ ანგი დაამარცხა.