ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რამდენი ქართველი რეგისტრირდება ვაქცინაზე და იცრება.
“მშვენიერია, როდესაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოსვლისას ვხედავ ამდენ ქართველს, რომლებიც იცრებიან. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ნამდვილად სასიამოვნოა, რომ შეძლო საქართველოს 500000 დოზა ფაიზერის ვაქცინით დახმარებოდა. მოხარულები ვართ, რომ ამდენი ქართველი რეგისტრირდება ვაქცინაზე და იცრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ დელტა შტამით დაინფიცირებულების რიცხვი იზრდება. ვაქცინა საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ დაიცვა შენი თავი, საყვარელი ადამიანები და ქვეყნის ეკონომიკა”, — განაცხადა დეგნანმა.
23 ივლისს საქართველომ ნახევარი მილიონი დოზა ფაიზერის ვაქცინა მიიღო. ვაქცინას საქართველოში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი დახვდნენ.