“”ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ დაამყარა დიქტატურა ქვეყანაში…”ოცნების“ ქმედებაზე ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს“-მარგველაშვილი

,,ხელისუფლებამ ძალიან ნათელი გზავნილი მოგვცა ჩვენც და ასევე, ჩვენს პარტნიორებსაც, რომლებსაც ამის დანახვა უნდათ: „ოცნებამ“ გვითხრა, რომ დღეის ამას იქით, თავად ქმნის საქართველოში პოლიტიკურ ამინდს, არჩევნები როდის დაინიშნება და ა.შ.“ – განაცახდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის შეფასებით, ,,ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ დაამყარა დიქტატურა ქვეყანაში.

,,უნდათ დანიშნავენ მომავალ არჩევნებს, უნდათ არ დანიშნავენ, უნდათ გავლენ ხელშეკრულებიდან, უნდათ – არ გვალენ, ეს არის ის ტექსტი, რომელსაც ავტორიტარული ქვეყნის ლიდერები წარმოთქვამენ და არა – დემოკრატიული ქვეყნის.

ეს გვითხრეს ჩვენ და ეს უთხრეს ჩვენს პარტნიორებს. ასევე, გვითხრეს, თუ კარგად მოიქცევით და მიხვდებით, სად არის თქვენი ადგილი, ჩავატარებთ არჩევნებსო. მანამდე გვითხრეს, გააშუქებთ თემებს ისე, როგორც ჩვენ არ მოგვწონს, იქნებით ზონდერჯგუფების თავდასხმის ობიექტი. ყველაფერი ეს ნათლადაა ნათქვამი“, – განაცხადა მარგველაშვილმა „ტვ პირველთან“.

მარგველაშვილის აზრით, ბოლო დროს მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებები და გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯები პირდაპირი გზავნილია არა ევროპელი პარტნიორების მისამართით, არამედ, ქართველი ხალიხს მისამართით.

,,ევროკავშირის ჩამოხეული დროშის ფონზე, ძალიან ბევრი ვარდისფერი სათვალე უნდა გაიკეთო, რომ არ დაინახო, რა გზავნილი მისცა ,,ქართულმა ოცნებამ“ ამ სამ კვირაში ქართულ საზოგადოებას  და ევროპელ პარტნიორებს – თქვენი დროშა ჩამოხეულია და თქვენი ხელშეკრულება დახეულია. არ იფიქროთ, რომ ამით შარლ მიშელს უთხრეს რამე, არა, მათ ქართვველ ხალხს უთხრეს, თუ შარლ მიშელთან მოწერილ ხელშეკრულებას ფასი არ აქვს, თქვენთან დადებულ ხელშეკრულებას რატომ უნდა ქონდეს ფასი? საქართველოში ერთადერთი მინშვნელობა აქვს იმას, რას გადაწყვეტს ეს გუნდი და ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციის რეაქცია ,,ოცნების“ ქმედებაზე უნდა იყოს ბუნებრივი, რაც პარლამენტის დატოვებით გამოიხატება.

,,პირველი და ბუნებრივი რეაქცია იქნება ის, რომ ის პოლიტიკური პარტიებმა, ვინც ამ ხელშეკრულების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში, დატოვონ პარლამენტი. გაუგებარია, თუ შენ აპარლამენტში შეხვედი ამ ხელშეკრულების საფუძვველზე და ამის საფუძველზე თვალი დახუჭე იმაზე, რაც იყო 2020- ის არჩევნების დარღვევები, რატომ რჩები პარლამენტში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share