როდესაც ევროპა თანამედროვე ცხოვრებას საძირკველს უყრიდა: ანვითარებდა მრეწველობას და ვაჭრობას, ხვეწდა და აუმჯობესებდა ტექნიკას, გზას აძლევდა მეცნიერული და თავისუფალი აზრის განვითარებას, ,,ევროპის მაჩანჩალა” (ნოე რამიშვილის თქმით) რუსეთი ჯერ კიდევ გაუნათლებლობისა და უკულტურობის ჭაობში იმყოფებოდა. სამთავროდ რომ შემდგარიყო რუსებს ვარიაგები სჭირდებოდათ. სახელმწიფოდ რომ ჩამოყალიბებულიყო _ მონღოლები. ევროპიულობამ კი მოსკოვის სამეფოდან განავითარა კოლოსალური პეტერბურგის იმპერია. (А. Герцен Былое и думы ) ერეკლე მეორეს მსაჯული სოლომონ ლიონიძე სულ იმას ემუდარებოდა ერეკლე მეფეს: ნუ ენდობი ჩრდილოეთს, სარწმუნოების ერთობა სრულიადაც არ ნიშნავს ,,სისხლ-ხორცობას” და რომ მას აქარწყლებს ხალხის ზნე-ჩვეულებანი და განსაკუთრებული ეროვნული თვისებები. ,,ერი, სხვის მფარველობაში მყოფი, _ წერდა ლიონიძე,
_ სხვის ფრთას ქვეშ შეხიზნული, არის მონა, მზაკვარი, მასხარათ აგდებული.
დამოუკიდებლობის დამკარგავი კარგავს საკუთარ ღირსებას და სულის ძალასაც!” ლიონიძის მსგავსი ქართველები თითქმის მუდმივად უმცირესობაში იყვნენ, ხოლო საქართველოში ყოველთვის იყო და არის ,,მეხუთე კოლონა”, როგორიცაა თავად ჩვენი მთავრობა…