2021 წლის 21-28 ივლისს ქალაქ ბათუმში ჩატარდა ღია საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმი-2021“.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ოზურგეთის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის, ჭადრაკის წრის მოსწავლეებმა და საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
14 წლამდე მოზარდთა შორის (მონაწილეობდა როგორც ვაჟები, ასევე გოგონები), I ადგილი დაიკავა ნათია ვასაძემ – 14 წლის.
12 წლამდე გოგონათა შორის I ადგილი მოიპოვა ლიზი ვასაძემ – 11 წლის.
14 წლამდე ვაჟთა შორის საპრიზო ადგილი გაიყო ლუკა მახარაძემ – 12 წლის.
ასევე ტურნირში კარგი თამაში აჩვენეს და დიდი გამოცდილება მიიღო; ნიკოლოზ კოსტავამ, სანდრო გოგუაძემ, ანასტასია ხინთიბიძემ, გაბრიელ მჟავიამ.
ჩატარდა მწვრთნელის კონკურსი და წარმატებული მწვრთნელის ტიტულით დაჯილდოვდა ჭადრაკის წრის პედაგოგი და ზემოთ აღნიშნული მოსწავლეების მწვრთნელი ნინო წიტაიშვილი.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.
ტურნირი ჩატარდა მკაცრი რეგულაციების დაცვით.
პედაგოგებმა, მონაწილეებმა და მშობლებმა წარადგინეს პისიარ ტესტის დამადასტურებელი საბუთი.