ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარეს ძალადობაში ადანაშაულებენ

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარეს ძალადობაში ადანაშაულებენ. სამოქალაქო აქტივისტი, ზაზა მეხრიშვილი ყვება რომ მიხეილ ჯანაშვილი მას  სასტიკად გაუსწორდა და დაემუქრა, რომ  იმ შემთხვევაში თუ საგამოძიებო უწყებას მიმართავდა, მოკლავდა. მეხრიშვილი ზაზა ჯანაშვილმა ხაშურის გასასვლელთან დაიბარა, მანქანაში ჩაისვა და სცემა. ძალადობის  აუდიომტკიცებულება “პირველებმა” მოიპოვა.

საკრებულოს თავმჯდომარის გარდა მეხრიშვილი ფიზიკურ ძალადობაში ხაშურის მერიის სხვა მაღალჩინოსნებსაც ადანაშაულებს. მეხრიშვილსი თქმით,  სერგო ლალიაშვილი და კოტე ფრუიძე მას თავს ადმინისტრაციულ შენობაში დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს.

ზაზა მეხრიშვილი მის მიმართ განხორციელებულ ანგარიშსწორებას მის საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ აპირებდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლია.

საკრებულოს თავმჯდომარესთან საუბრის დროს მომივიდა კონფლიქტი. მოვიდა თავისი მანქანით დმაარტყა ხელი, ხელი დმაატყა კრიტიკიდან გამომდინარე სულ ვაკრიტიკებ. 2-ჯერ გამლახეს. საკრებულოს თავჯდომარემ გამლახა. მერიის წინ სერგო ლალიაშვილმა და კოტე ფრუიძემ ხელი დამარტყეს. მავიწროებენ ხან ვის მიგზვანიან ხან ვის, იცოდნენ რომ საკრებულოზე კენჭი უნდა მეყარა”, – ამბობს მეხრიშვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share