ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტურისტის მკვლელობას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება რუსეთისკენ მიზანმიმართულად მიგვათრევს:
“გავრცელებული ინფორმაციით, ,, სიცოცხლით სავსე ქალაქში,, დაკარგული ავსტრალიელი გოგო , ძებნის შემდეგ, ცოტა ხნის წინ მკვდარი იპოვეს!!!!! შანაე ბრუკი წუხელ გაუჩინარდა. მან ბოლოს შეერთებულ შტატებში მეგობარს მობილური ტელეფონით დაურეკა,რა დროსაც მან 2 წინადადება გაიგო -“ხელი გამიშვი, მომშორდი”, შემდეგ კი, თბილისში მყოფ გოგოსთან კავშირი შეწყდა.
შანაე ბრუკი საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, ის ინგლისურის მასწავლებელი იყო. ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდებით, სად ვართ, სად აღმოვჩნდით, ფართოდ გაახილეთ თვალი.!!! ამ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან საშიში გახდა. ძალიან საშიში გახდა განსხვავებული ჩაცმა,აზროვნება, საუბარი, მალე განსხვავებული ფიქრიც საშიში გახდება, აკი ამიტომაც ცდილობენ მწერლების პოლიტიკურ კონტროლს….. ორი დღის წინ, საქართველოში საგანგებოდ მოწვეულ ,პოპულარულ უცხოელ ტურისტს, ჰომოფობიური განწყობების გამო, თავს დაესხნენ. გუშინ გავიგეთ, რომ მსოფლიოში ცნობილმა მოდის სახლმა გააუქმა სვანეთში დაგეგმილი სარეკლამო გადაღებები, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავს უნდა მიეღო მონაწილეობა,გადაღებები გაუქმდა სწორედ საქართველოში არსებული ჰომოფობიური განწყობების გამო. რა გინდათ ,თქვე მაიმუნებო!
ტურისტი აღარ ჩამოვიდეს? აქ მოგზაურობა სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს? რატომ მიგვათრევთ რუსეთში! რატომ?!!!!!! აი, ეს მოიტანა ჰომოფობი ჩლუნგების დაუსჯელობამ! მათი ორგანიზატორების დაუსჯელობამ!! ლექსოს სიკვდილამდე მიმყვანების რეალური მეთაურების ხელშეუხებლობამ!!!! აი ეს მოიტანა იმან, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის მერე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არც არავინ აიღო და ისე გააგრძელეს , ვითომც არაფერი!!!!!! აი, ეს მოიტანა ბევრის ტრ….ს თამაშმა, ჟურნალისტებზე ძალადობა არ შეიძლება, ცუდია, მაგრამ პოლიტიკურ განცხადებებს რატომ აკეთებთო, რატომ ითხოვთ მოძალადე ხელისუფალთა გადადგომასო, ჩვენ რომ გვეუბნებოდნენ!!! ძალადობის ლეგიტიმაცია მოახდინა ,,ქართულმა
ოცნებამ,, – არ მოგწონს ვინმე?- , გააშავე,მოუგონე ყველანაირი სიბინძურე, ურტყი, მოკალი….ან არ დაგიჭერენ ან დაგაკავებენ ძაან ცოტა ხნით და მერე გირაოსაც შავი ყულაბიდან გადაგიხდიან!!!!!! თქვენ კი, ჩვენ რომ სისულელეებს გვაბრალებთ, ჟურნალისტები პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ და მათი ცემა კი ცუდია, მაგრამ პრემიერის გადადგომა რომ მოითხოვეს, ამიტომაც არ გავედით საპროტესტო აქციებზეო, დიდხანს იყავით ჩუმად და სახლებში რომ შემოგივარდებიან,მერე დარეკეთ ჩვენთან, გვიშველეთო (როგორც ეს არაერთხელ მომხდარა).
მერე გვემუდარეთ, გააშუქეთ ჩვენი ამბავიო ( როგორც ეს არაერთხელ მომხდარა)! მანამდე ხმა არ ამოიღოთ, ვინმე არ გაგინაწყენდეთ,ვინმეს ოპოზიციონერი არ ეგონოთ, ვინმემ არ შეგამჩნიოთ…..
მანამდე ჩუმად უყურეთ ტელევიზორებს და გული დაიმშვიდეთ იმით, რომ სხვებს კლავენ,სცემენ და თქვენ (ჯერ ) არა… და ხო, არჩევნებზე არ დაგავიწყდეთ გაქცევა და ორმოჟდაერთის შემოხაზვა , მეტი სიცოცხლე რომ უნდა შემოგიტანოთ ყველა უბანში!
ეს ქვეყანა კლავს, ადამიანებსაც და მომავალსაც!!!”_ წერს ინგა გრიგოლია.