თურქეთში ხანძარი ტურისტულ ზონებს უახლოვდება. ბოდრუმიდან ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, მარმარისში ცეცხლის გაჩენაში ორი არასრულწლოვანია ეჭვმიტანილი.
ათი წლის ბავშვებმა პოლიციასთან უკვე აღიარეს, რომ ქალაქ მარმარისის მახლობლად მდებარე ფიჭვნარში წიგნებს წვავდნენ, რის შემდეგაც ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიას მოედო. ხანძრის სხვა კერების გაჩენასთან დაკავშირებით კი გამოძიება მიმდინარეობს. ძლიერ ხანძრებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 400-მდე გაიზარდა.
თურქეთის ხელისუფლებამ გადაუდებელი საჭიროებისთვის 6 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო. როგორც ცნობილია, განსაკუთრებული დახმარება გაეწევა მათ, ვინც სტიქიის დროს სახლები დაკარგა.