“მშვენიერი ქვეყანა გვაქვს… თუ ერთეული ცუდი გამოგვერევა, ნუ განვაზოგადებთ ერზე”

მთავარი არხი

LIVE

ENG

მშვენიერი ქვეყანა გვაქვს… თუ ერთეული ცუდი გამოგვერევა, ნუ განვაზოგადებთ ერზე – წილოსანი

გამოქვეყნდა: 

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი ავსტრალიის მოქალაქე, შანაი ბრუკის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ საზოგადოების კრიტიკას ეხმაურება და წერს, რომ მშვენიერი ქვეყანა გვაქვს და თუ ერთეული “ცუდი გამოგვერევა” მთელ ერზე არ უნდა განვაზოგადოთ.

“არ არსებობს ძალა რაც მაიძულებს ჩემი ქვეყანა ვლანძღო და ვაძაგო, ან აქ ჩამოსვლის მსურველს ვუთხრა, რომ საშინელი ქვეყანაა; რომ ამ არაჩვეულებრივ ხალხში, მრავალფეროვან ბუნებასა და კუთხეებში მათ არ ელიან ან მტრულად განწყობილები ხვდებიან.

მაშინაც კი, როცა ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა წინა რეჟიმმა ჩემს ოჯახს, არ გამჩენია სურვილი ქვეყანა დამეტოვებინა ან ჩემს ხალხზე საშინელებები მეფიქრა.

ჩვენ მშვენიერი ქვეყანა გვაქვს, ადამიანებიც არაჩვეულებრივი და კარგები , ნიჭიერი და თავისუფლების მოსურნე , და თუ ერთეული ცუდი გამოგვერევა ნუ განვაზოგადებთ ამას მთელს ერზე”, – წერს ნინო წილოსანი. 

დეპუტატის თქმით, ჩვენი სამშობლო უნიკალურია და სხვისას ურჩევნია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share