“მინდა, რომ უკეთესი იყოს ჩემი ქვეყანა. გვინდა ტურისტები ჩამოვიდნენ, გვინდა საქართველო გავხადოთ მომხიბვლელი ქვეყანა”

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ მისი განცხადებებით ქვეყანას კი არ აზიარებს, არამედ სურს, ის უკეთესი გახადოს. აფხაზავა ამბობს, რომ თუ გვინდა ტურისტები ჩამოვიდნენ, საქართველო მომხიბვლელი იყო, ასე არ გამოვა.

“რაღაც უნდა შევცვალოთ ქართველებმა და საქართველომ. საქრთველოს აზიანებს შენი განცხადებებიო, რომ ვთქვათ სამძიმრის წერილი გამოვთქვი და მაპატიე მასწავლებლო, ასეთი სტატუსი დავწერე, საქართველოს კი არ ვაზიანებ, არამედ მინდა, რომ უკეთესი იყოს ჩემი ქვეყანა. გვინდა ტურისტები ჩამოვიდნენ, გვინდა საქართველო გავხადოთ მომხიბვლელი ქვეყანა, მაგრამ ასე არ გამოვა.

აუცილებელია, რომ რომ შესაბამისმა ორგანოებმა ძალიან სწრაფად დანაშაული გახნან და დაისაჯონ დამნაშავეები, თუმცა ძალიან ცოტა რამ მახსენდება, რომ ვთქვათ გამოძიებულია, ან დასჯილია”, – თქვა ლადო აფხაზავამ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share