გაუგონარი ისტორია – ექსპერტმა გამოძიების მტკიცებულებები დაალომბარდა

გაუგონარი ისტორია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში – ხშირად გექნებათ გაგონილი ასეთი ფრაზა: რა პრეტენზია გაქვთ სამხარაულის ბიუროსთან? რატომ შეიძლება მის დასკვნას არ ენდოთო? აი, ნახეთ და მოისმინეთ.

ხომ იცით, როდესაც ხდება მკვლელობა, თვითმკვლელობა, ძარცვა ან სხვა ტიპის დანაშაული გამომძიებლებს ნივთმტკიცებულებებად მიაქვთ ადამიანების პირადი ნივთები ან ოფისის კუთვნილი ტექნიკა – კომპიუტერები, მობილურები, ფოტოაპარატები, კამერები და ა.შ.

მიაქვთ იმიტომ, რომ ხშირად ეს ნითვები ძალიან მნიშნველოვან და გამოძიებისთვის გადამწყვეტ ინფორმაციას შეიცავს. ამიტომ ისინი უსაფრთხოების უმაღლესი ნორმების გათვალისწინებით არის დაცული, ისე რომ მათთან მიკარებაც კი სპეციალური ნებართვის გარეშე ვერავინ შეძლოს.

ნუ, ეს წესიერ სახელმწიფოებში და ჩვენთან…

სამხარაულის ექსპერტის ბიუროს ერთ-ერთ ექსპერტს ფული შემოაკლდა და გადაწყვიტა გამოძიების ნივთმტკიცებულებები დაელომბარდებინა.

მარტივად – მოკიდა ხელი ამ ვითომ საგულდაგულოდ დაცულ კომპიუტერებს, მობილურებს, კამერებს ხელი, გამოიტანა და გაყიდა. ასეულობით ათასი ლარის ნივთმტკიცებულებები, რომლებიც სხვებს ეკუთვნოდა, რომლებზეც ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო და რომლებზეც ადამიანების ბედია დამოკიდებული, გამოძიებიდან გაქრა!

წყარო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share