გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 აგვისტომდე, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექი შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ცალკეულ რაიონში.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი.
5 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა, ქვეყნის მასშტაბით, 2-3 გრადუსით მოიმატებს.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება.