“რამდენადაც ვიცი, ღარიბაშვილის ვიზიტი აშშ-იც ჩაიშალა”

“მთავარ არხთან” საუბრისას გამოცემა “15 წუთის” ჟურნალისტი გინტარას რადუსკასი ამბობს, რომ ღარიბაშვილი ვიზიტი ამერიკაშიც ჩაიშალა.

“თავდაპირველად ინფორმაცია ინტერნეტში ვნახე, შემდეგ კი გადავამოწმე მთავრობაში, პარლამენტში და პრეზიდენტის სასახლეში, დავადგინე, რომ ცნობა სიმართლეს შეესაბამებოდა. პრემიერი ღარიბაშვილი გეგმავდა ვიზიტს ბალტიის სამ სახელმწიფოში, მაგრამ  მას დიპლომატებმა უთხრეს უარი იმის გამო, რაც თბილისში მოხდა 5 ივლისს, ასევე, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გამოსვლისთვის.

ალბათ ეს ყველაფერი პირდაპირ არ უთქვამთ ქართული მხარითვის, მაგრამ დიპლომატიური ენის მიხედვით, ისინი თავად უნდა მიხვდნენ ვიზიტის გაუქმების მიზეზსს” – თქვა ჟურნალისტმა.

მისიი თქმით, წყაროებმა უთხრეს, რომ ბალტიის ქვეყნებსა და სხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებს შორის შეხვედრაც გაიმართა, სადაც საქართველოსთვის ძლიერი სიგნალის გაგზავნა გადაწყვიტეს.

“რამდენადაც ვიცი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-იც უნდა გამგაზვრებულიყო და ის ვიზიტიც ჩაიშალა. ამიტომაც მგონია, რომ ეს არის ერთგვარი მინი იზოლაციის მანევრი დასავლეთის მხრიდან”, – თქვა მან. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ჩაშლილი ვიზიტებზე ამ დრომდე არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია. ფაქტი არც საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუდასტურებია ან უარყვია.

წყარო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share