ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლისთვის, 2020-2021 სასწავლო წელი განსაკუთრებით წარმატებით დასრულდა; კურსდამთავრებულმა, მარიამ ვაშაყმაძემ სკოლის სასახელოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაქსიმალური ქულები დაიმსახურა.
მარიამმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში 63, ხოლო უცხოურ ენაში 75 ქულები დაიმსახურა.
დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულ მარიამ ვაშაყმაძეს მიღებულ მაღალ შედეგებს და სასურველ სასწავლებელში ჩაბარებას უსურვებს.
etaloni.ge