გიორგი გახარია – ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პირადი ცხოვრებით შანტაჟი

“ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, პირადი ცხოვრებით შანტაჟი, რომელსაც „ქართული ოცნება“ 2012  წლის დაწყებიდან ებრძოდა” ეს განცხადება ყოფილმა პრემიერმა, აწ უკვე ოპოზიციური პარტია “საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ, გუშიმ, ოზურგეთში სტუმრობისას გააკეთა.

ამ განცხადებით, გახარია პირველად გამოეხმაურა ტვ “მთავარიას” გადაცემა “მთავარ აქცენტებში” წამყვანის, ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროვებულ “სუსის” დოკუმენტებს, სადაც სპეცსამსახურების მიერ მოქალაქეებზე თვალთვალისა და მიყურადების ფაქტებზე არსებული დოკუმენტური მასალა გასაჯაროვდა.

“სამწუხაროდ ეს დიდი იმედგაცრუებაა. მეც ვხდები ადამიანებს, „ოცების“ დამფუძნებლებს, „ოცნების“ წევრებს, რომლებიც ზუსტად ამბობენ, რომ ის რაც ხდებოდა 2012 წელს, ზუსტად იგივეს იმეორებს დღეს დღევანდელი პარტიული ბოსების მიერ მართული  ხელისუფლება. რატომ? რატომ?-უბრალოდ ეს შიშია. როგორ დონემდე მიდიან იცით? რიგით საჯარო  მოხელეებს, ექიმს, სოფლის, მეხანძრეს, აი, უბრალო ადამიანებს, რომელთაც მინიმალური ხელფასი აქვთ, იმის გამო  რომ ფეისბუქზე რაღაც სიმპატია გამოხატეს მიდიან და ემუქრებიან სამსახურიდან გაგდებით, ან მათი ოჯახის წვრების სამსახურიდან გაგდებით. ამორალურია  ეს ყველაფერი. ამას არანაირი  კავშირი ღირსებასთან არა აქვს და „ოცნება“,  რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა სამართლიანობის და ღირსების აღდგენის ძირითადი ლოზუნგით, სამწუხაროა და  უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვისაც, რომ დღეს იძულებულია და იმ მდგომარეობაშია, აი ამ პარტიული  ბოსების მართვის შედეგად, რომ იძულებულია იგივე ინსტრუმენტები გამოიყენოს, ზუსტად იგივე მეთოდი და სხვათაშორის ხშირ შემთხვევაში აშინებენ და სამსახურიდან აგდებენ იგივე ხალხს, რომელსაც ამას უკეთებდნენ 2012 წელს.

თითოეულ ჩვენთაგანს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ უკვე შევქმენით სპეციალური ჯგუფი იურისტების და ადვოკატების, რომლებიც ყოველ შემთხვევას განიხილავენ.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო სისტემა, როგორიც გვაქვს ჩვენ დღეს ეს ადექვატურად უპასუხებს ხელისუფლების მიერ ჩადენილ მსგავს უმსგავსო საქციელებს. თუმცა თუ  დაგვჭირდა  რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებასაც მივიპყრობთ, იმასთან დაკავშირებით, სახელმწიფო როგორ იყენებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს. განსაკუთრებით რეგიონში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასადგენად.

ჩემი რეიტინგი ხალხია, რომლებიც აქ არიან. არ გამჩენია  ასეთი აზრი, რომ მე მისმენდა  სუსი.

გამორიცხული არაფერი არ არის. პირველ რიგში თუ გულისხმობთ იმ ჩანაწერებს რომელიც რომელიღაც ტელევიზიაზე თურმე გაუშვეს, ამაში პირველ რიგში უნდა ჩაერთოს საგამოძიებო ორგანოები, რომლებმაც უნდა გვითხრას საერთოდ   ეს რა არის.

და მეორე,  კატეგორიულად მიუღებელია და ჩვეულებრივი სიბინძურის მაჩვენებელია და ამორალურობის მაჩვენებელია ჩემთვის, როდესაც მითხრეს, რომ ეს ჩანაწერები პირად ცხოვრების რაღაც მომენტებით  იყო გაჯერებული.

ნუ, ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, პირადი ცხოვრებით შანტაჟი, რომელსაც „ქართული ოცნება“ 2012  წლის დაწყებიდან ებრძოდა”-თქვა გახარიამ.

გუშინ გიორგი გახარიამ ოზურგეთში პარტიის “საქართველოსთვის” ადგილობრივი ოფისი გახსნა და ოზურგეთელებს მერობის კანდიდატი ამავე პარტიიდან, გია ცეცხლაძე წარუდგინა.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share