ვაქცინირებული ადამიანები „შიკოლის“ შოკოლადს ფასდაკლებით შეიძენენ

შოკოლადის მწარმოებელი კომპანია „შიკოლი” ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას უერთდება. როგორც კომპანიის facebook-ით გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ვაქცინირებული ადამიანები შოკოლადს 25%-იანი ფასდაკლებთ შეიძენენ.

„შიკოლი” აგრძელებს თავის ერთგული მომხმარებლის განებივრებას, უგემრიელესი ხელნაკეთი შოკოლადით.

წახალისების მიზნით, გთავაზობთ 25%-იან ფასდაკლებას ნებისმიერ პროდუქციაზე ვაქცინირებულთათვის. ამით გამოვხატავთ მადლიერებას პანდემიის დაძლევის საქმეში გამოჩენილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 178 077 ადამიანი.

resonancedaily.com

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share