ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“წულუკიანი მარსზე ცხოვრობს ?!
● მომღერალ თემურ წიკლაურის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც პირველ თებერვალს კორონავირუსით გარდაიცვალა, კულტურის სამინისტრო ხალხმრავალ ღონისძიებას გამართავს.
თეა წულუკიანის უწყების მიერ ორგანიზებული ღონისძიება თელავის თეატრში, 17:00 საათზე დაიწყება და მას 300-ზე მეტი ადამიანი დაესწრება.
ფორმულამ თელავის თეატრში მომხმარებლის სახელით დარეკა, სადაც გვითხრეს, რომ კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ეს ღონისძიება ნამდვილად იმართება, თუმცა ბილეთებს ვერ შევიძენთ, რადგან დახურულია.
ფორმულა კულტურის სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ. უწყების კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ბოლო პერიოდში მთავრობის წევრები აქტიურად არღვევენ მათივე დაწესებულ რეგულაციებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა.
რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, ის წინასაარჩევნო პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით კონცერტებს მართავს, სადაც არ არის დაცული დისტანცია და დამსწრეებს, ხშირ შემთხვევაში, არ უკეთიათ პირბადე.”