გააყალბეს თუ არა გამოკითხვა თალაკვაძის მომხრეებმა – ყალბი ახალი ამბების უკან პარლამენტარი ვასილ ჩიგოგიძე დგას

რამდენიმე დღის წინ, “ქართული ოცნებიდან” ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის მომხრე ერთმა კონკრეტულმა სოციალურმა გვერდმა ზარზეიმით გვამცნო, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი მედიასაშუალებით ჩატარებულ გამოკითხვაში, მათ “ფალავანს” 84%იანი მხარდაჭერა აქვს, “მავანნი” კი მის შანსებს “მიზერულად” აფასებენო.

როგორც ირკვევა, აღნიშნული გამოკითხვა გაყალბებულია და დიდი ალბათობით ამის უკან თავად “ქართული ოცნება” დგას.

ამის თქმის საშუალებას დღეს, აღნიშნული მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გვაძლევს.  რომელიც ავრცელებს ინფორმაციას, სადაც გამოთქვამს ეჭვებს, რომ ეს გამოკითხვა უცნობმა პირებმა გააყალბეს, რის გამოც იძულებულნი გახდნენ გამოკითხვა შეეწყვიტათ.

გთავაზობთ ამ ინფორმაციას სრულად:

რამდენიმე დღის წინ, მედიასახლ “გურია ნიუსის“ ვებგვერდზე დაიდო გამოკითხვა _ “ვინ გინდათ, რომ იყოს ოზურგეთის მერი?“

პირველი სამი დღის განმავლობაში ოზურგეთის მერობის სამივე კანდიდატმა _ ავთანდილ თალაკვაძემ, კონსტანტინე შარაშენიძემ და გია ცეცხლაძემ, დაახლოებით, თანაბარი ხმები მიიღეს. თუმცა, შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა და მოკლე პერიოდში ერთ-ერთმა კანდიდატმა კონკურენტებს მთელი 600-ზე მეტი ხმით გადაასწრო.

ჩვენი გამოკითხვა დაფუძნებულია სპეციალურ ალგორითმზე და მსურველს საკუთარი ბრაუზერიდან მხოლოდ ერთხელ აქვს ხმის მიცემის უფლება, თუმცა, კომპიუტერის კარგად მცოდნე ადამიანს, შეუძლია ეს ალგორითმი მოატყუოს და ერთ მომხმარებელს, იმდენჯერ მიაცემინოს ხმა, რამდენის სურვილიც აქვს.

“გურია ნიუსმა“ გადაამოწმა გამოკითხვის შედეგები და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე IP-იდან ერთ-ერთ კანდიდატს იმაზე ბევრჯერ მეტი ხმა აქვს მიღებული, რამდენსაც ჩვენი გამოკითხვის ალგორითმი ითვალისწინებს.

ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ამ კონკრეტულ IP-ზე 50 ან მეტი კომპიუტერია მიერთებული, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ან თუ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვიღაცამ მოატყუა ჩვენი ალგორითმი და ერთი კომპიუტერიდან რამდენჯერმე მისცა ხმა.

რადგან მსგავსი ტენდენცია, ისევ გრძელდებოდა და საკმაოდ უხერხული სიტუაცია შეიქმნა, “გურია ნიუსი“ იძულებული გახდა, ვებგვერდიდან გამოკითხვა აეღო.

ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ გამოკითხვა სპეციალურად გაყალბდა, თუმცა, განვითარებული მოვლენები სწორედ ამის საფუძვლიან ეჭვს იწვევს და აფრთხილებს, მხარეებს, დაიცვან სამართლიანი თამაშის წესები და ნუ გამოიყენებენ მედიას, ვითომ, მათი უპირატესობის დამამტკიცებლად!

ყველანაირი გამოკითხვა პირობითია და არ ასახავს რეალურ ვითარებას, ხოლო ვინ რამდენ ხმას მიიღებს, ეს არჩევნების დღეს გამოჩნდება და მანამდე ყოველგვარი მანიპულირება, ამ მანიპულირების შემოქმედის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს.

ყალბი ახალი ამბების უკან პარლამენტარი ვასილ ჩიგოგიძე დგას

ახლა გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც ავთანდილ თალაკვაძის (კერძოდ პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის თანაშემწემ ნინო ლომჯარიამ – რომელიც,გავრცელებული ინფორმაციით სრულად აკონტროლებს ფეისბუკ გვერდს “გურია ტაიმსი”-მას კი თავად ჩიგოგიძე უკანონო გზით აფინანსებს) მხარდამჭერებმა გაავრცელეს:

 ოზურგეთში ჩატარებულ კვლევაში ავთანდილ თალაკვაძე 84%-ით ლიდერობს
 საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, ოზურგეთში “ქართული ოცნების” კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე 84%-ით ლიდერობს. გამოკითხვაში 700-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც ოზურგეთისთვის სრულად რეპრეზენტატიულია.
გამოკითხვაში, ოპოზიციურმა კანდიდატებმა კონსტანტინე შარაშენიძემ 5.09%, ხოლო გია ცეცხლაძემ 5.66% შედეგი აჩვენეს. დარჩენილი პროცენტები ნაწილდება პასუხებზე “სხვა” ან “არ მივდივარ არჩევნებზე”.
 აღნიშნული კვლევა, გურიაში ყველაზე პოპულარულმა, დამოუკიდებელმა საინფორმაციო სააგენტომ “გურიანიუსმა” ჩაატარა.
ამ ფონზე, მეორე მედია საშუალება “გურიის მოამბე”, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ტელეკომპანია “პირველის” სატელიტია და ოპოზიციის მხარდამჭერად ითვლება – აცხადებს, რომ თალაკვაძეს “მიზერული შანსები აქვს”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share