აგვისტოს პირველ ოთხ დღეში ქართულმა ოცნებამ 1 404 370 ლარის შემოწირულობა მიიღო. ინფორმაცია აუდიტის სამსახურის პოლიტიკური მონიტორინგის ანგარიშშია ასახული.
რაც შეეხება 4 აგვისტოს შემდეგ გაკეთებულ შეწირულობებს, ვებგვერდზე მონაცემები არ არის ასახული.
მაქსიმალური თანხა – 60 000 ლარი მმართველ პარტიას 9 ფიზიკურმა პირმა შესწირა: დევი დუნდუამ, გიორგი ცუცქირიძემ, სულიკო ჭყონიამ, ირაკლი ვეკუამ, რამაზ გუჯაბიძემ, ლევან ქურაძემ, ბესარიონ ბაჯელიძემ, თემურ მამულაძემ, ლევან მჟავანაძემ.
ვებგვერდის თანახმად, ნაციონალურ მოძრაობას პირველ აგვისტოს 6 080 ლარი შესწირეს.
ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ 1-4 აგვისტოს 6 290 ლარის შემოწირულობა მიიღო.
აგვისტოში 35 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო ევროპულმა საქართველომ.