დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5579 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა, 1867 პირი.