“გთავაზობთ კოალიციურ მმართველობას”

„ოქტომბერს რეფერენდუმზე უნდა მივიდეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ ასე გაგრძელება აღარ გვინდა. ამ რეფერენდუმზე რომ გქონდეთ არჩევანი არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ ცუდსა და უკეთესს შორის, გთავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან, ისტორიულ გადაწყვეტილებას – კოალიციურ მმართველობას. ჩვენი მაჟორიტარები არის პირველი ყველაზე მკაფიო ნიშანი ამ კოალიციური მმართველობის. კიდევ ერთხელ მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ – ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, რომ არა ჰიპოთეტურად, როდესაც ძალაუფლებაში მოვალთ, არამედ დღესვე გვანახოს მაგალითი – მე არ მინდა ყველაფერი ჩემთვის, ჩვენ გვინდა ცვლილება და ამ ცვლილებაში აბსოლუტურად ყველა პარტიის, ვისაც ამის სურვილი აქვს, ადგილია. ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ ერთიანები, მეორე მხრივ გთავაზობთ მრავალფეროვნებას, რასაც ჩვენი საზოგადოება წარმოადგენს“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share