გამყრელიძე: “არ შეიძლება 5, 10-ათასკაციანი კონცერტები, ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი გიზგიზებს ვიცი, ახლა შემომედავებიან, გამაკრიტიკებენ, მაგრამ არ შეიძლება 5 და 10 ათასიანი კონცერტების ჩატარება ამ პერიოდში, როცა ქვეყანაში გიზგიზებს ცეცხლი ეპიდემიის. ამის გაკეთება არ შეიძლება არც ბათუმში, არც სხვაგან. სერიოზული ზრდა გვაქვს აჭარაში, კახეთში, ტურისტულ ადგილებში, ქვემო ქართლის გარკვეულ ნაწილებში და ასევე, თბილისში. ამიტომ, დიდი თავშეყრები, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, გახლავთ ყველაზე დიდი ბუსტერი ინფექციის გავრცელების. ეს უნდა გავითავისოთ. მარტო შოლტი და მათრახი არ მოქმედებს, აქ უნდა მოქმედებდეს თვითშეგნება. არ არის სამხიარულოდ ახლა საქმე, ხალხი იღუპება ყოველდღიურად” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გიორგი თარგამაძის პოლიტიკის ფორმულაში.