აცრის წინ და აცრის შემდეგ ალკოჰოლის დალევა (ზომიერი ანუ 2-3 ჭიქა) ნებადართულია! – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ზე წერს. ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს ასახელებს და პასუხობს.
“აცრის წინ და აცრის შემდეგ ბანაობა აუცილებელია!
აცრის წინ და აცრის შემდეგ ჭამა ნებადართულია!
აცრის წინ და აცრის შემდეგ ალკოჰოლის დალევა (ზომიერი ანუ 2-3 ჭიქა) ნებადართულია!
ბოტოქსი და აცრა კავშირში არაა!
შფოთვის და დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტები აცრის წინ არ უნდა შეწყდეს! ყველაზე ხშირად დასმული კითხვები…”,- წერს კულუმბეგოვი.