საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სოფიაში მიმდინარე ევროჩელენჯის ნახევარფინალში გავიდა. ქართველებმა ჯგუფის ბოლო მატჩი უნგრეთს 61:51 მოუგეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

ჩვენები უნგრელებთან მოგებით ყველა შემთხვეაში ჯგუფიდან გადიოდნენ, მაგრამ სათუო იყო პირველი ადგილი, რადგან სლოვაკებთან გვქონდა წაგებული, რომელიც ბოლო მატჩს სუსტ კვიროსთან ატარებდა. მოულოდნელად სლოვაკეთის ნაკრების დამარცხდა, ამიტომაც მადიარებთან ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება უკვე საქართველოს ნაკრებისთვის ჯგუფში პირველ ადგილს ნიშნავდა.

მეტიც, უნგრეთთან წაგების შემთხვევაშიც კი, საქართველო ჯგუფში მეორე ადგილს იკავებდა და ნახევარფინალში მაინც გავიდოდა.

საქართველოს ნაკრებში 24 ქულით, 7 მოხსნით, 5 ჩაჭრითა და 4 პასით საუკეთესო იყო ლუკა ალავიძე. 10 ქულა მოაგროვა თენგო გოგიშვილმა, ხოლო ანრი ბელთაძის ანგარიშზე 5 ქულა და 10 მოხსნაა.

მეორე ჯგუფში პირველი ადგილი პორტუგალიამ დაიკავა და ნახევარფინალში უნგრეთს შეხვდება, ჩვენ კი მეტოქედ უკრაინა გვერგო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share