ჩვენი სკოლის პედაგოგიური საზოგადოების 80% სრულად, 12% კი პირველი დოზით უკვე აიცრა. მოგიწოდებთ პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს, ჩვენ ავიცერით ჩვენი და თქვენი შვილებისთვის, აიცერით თქვენც. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ მალე შევხვდეთ ერთმანეთს და განვაახლოთ სასწავლო პროცესი ჩვენი ლამაზი სკოლის კედლებში! – ნათქვამია ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ფეისბუქ გვერდის პოსტში.