ტურისტზე ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა თბილისში. დანიის მოქალაქე, 21 წლის გოგო სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს. ამბობს, რომ მამაკაცი ერთ-ერთ ბარში გაიცნო, თუმცა მისი ვინაობა უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოძალადე, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ახალგაზრდა ქალმა უკვე მიმართა პოლიციას, დაზარალებული ამ წუთებში ჩაჩავას კლინიკაშია გადაყვანილი.