„ქართული ოცნების“ შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის მიხედით, ქუთაისში „ქართული ოცნება“ 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 50.3%-ით.
სოციოლოგიური კვლევის შედეგები ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გააცნო.
რაც შეეხება სხვა პარტიების რეიტინგებს, კვლევის მიხედვით ასე გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობა“ 32.6%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.1%; პარტია „საქართველოსთვის“ 2.9%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.6%; „გირჩი მეტი თავისუფლება“ – 2.5%; „ლელო“- 2.3%; „ევროპული საქართველოსთვის“- 2.2%; „მოქალაქეები“ 1.5%; „ლეიბორისტული პარტია“ -1.5%; „გირჩი“ – 0.4%; „ერთიანი საქართველო“ -0.4%; სხვა პარტიები- 3.3%.
მიქანაძის თქმით, ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგებით რომ დასრულდეს, 3%-იან საარჩევნო ბარიერს წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, მხოლოდ სამი საარჩევნო სუბიექტი გადალახავს.
„28 მანდატი გადანაწილდება შემდეგნაირად: „ქართული ოცნება“ 16 მანდატი, „ნაციონალური მოძრაობა“ 11, ხოლო „პატრიოტთა ალიანსი“ 1 მანდატი.
ასევე, წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატების რეიტინგების შეწონილ მონაცემებს: „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი – 50.3%; „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე – 37.8%; სხვა დანარჩენები- 11.9%. როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს აქვს ყველანაირი მონაცემი იმის, რომ პირველივე ტურში მერობის არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვოს. ასევე, თუ გავითვალისწინებთ პროპორციულ არჩევნებზე განაწილებულ ხმებს, ლოგიკურია, რომ 7-ივე მაჟორიტარს მოიგებს „ქართული ოცნება“ და ქუთაისის საკრებულოში დიდი უპირატესობა ექნება. თუმცა, ყველაფერი ამომრჩევლის ნებასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული 2 ოქტომბერს,“- განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, კვლევაში 987 რესპოდენტი მონაწილეობდა.
ამასთან, როგორც გივი მიქანაძე აღნიშნავს, საზოგადოების მხარდაჭერიდან გამომდინარე, 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებს.
მისი თქმით, წინასწარ მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა ქალაქში დამაჯერებლად ლიდერობს.
„მინდა გითხრათ, რომ ყველა მიმართულებით მიმდინარეობს შიდა კვლევები ეტაპობრივად, როგორც კი კვლევები დასრულდება, როგორც დღეს, ასევე სხვა დღეებშიც საზოგადოებას წარედგინება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომელ მუნიციპალიტეტში, რომელ ქალაქში რა მდგომარეობაა მხარდაჭერის თვალსაზრისით. რაც შეეხება წინასწარ მონაცემებს, მინდა გითხართ, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა ქალაქში დამაჯერებლად ლიდერობს. რეალურად, ეს წინასწარი შედეგებია, მაგრამ, ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებს“,-განაცხადა მიქანაძემ.