ამ დროისთვის დიღმის საველე ჰოსპიტალში 88 პაციენტი მკურნალობს

საველე ჰოსპიტლების კოორდინატორის, რევაზ კუჭუხიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ჰოსპიტალში 88 პაციენტი მკურნალობს. მისი თქმით, პაციენტების გარკვეული ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია. როგორც კუჭუხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გუშინ, 22 აგვისტოს საველე ჰოსპიტლიდან 2 პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს, მიზეზი თანმხლები დაავადებების გართულება იყო.

“საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 88 პაციენტი იმყოფება, საშუალო სიმძიმის პაციენტებია. გარკვეული ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია. გუშინ მოხდა 2 პაციენტის რეფერირება პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში. თანმხლები დაავადებების გართულება იყო და ამიტომ მოხდა მათი რეფერირება”,-თქვა რევაზ კუჭუხიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share