ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ აპელაციებში გადახდილი თანხების უკან დაბრუნებისთვის, დღეიდან – 25 აგვისტოდან, აპლიკანტებმა სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ და გადაგზავნონ.
იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, განცხადების საფუძველზე აპელაციისათვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად შევსებული განცხადებები მიიღება 25 აგვისტოს 10:00 საათიდან 25 სექტემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით.
თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
etaloni.ge