თბილისი, აჭარა, გურია _ როგორია კოვიდსტატისტიკა რეგიონების მიხედვით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომლიდანაც თბილისში  2 030 შემთხვევაა,  აჭარში _  599; გურიაში _ 111; იმერეთში _ 598; ქვემო ქართლში – 333;  შიდა ქართლში – 331;  სამეგრელო-ზემო სვანეთში – 336; კახეთში – 446; მცხეთა-მთიანეთში – 114; სამცხე-ჯავახეთში – 90 და  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.

ამ ეტაპზე, ინფიცირების 57 762 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა,  საიდანაც 7 356 ადამიანი საავადმყოფოებში გადის მკურნალობას.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 556 პირი; 3 304 ადამიანია მოთავსებული კლინიკურ სასტუმროებში.

47 102 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 949 პირი ემსხვერპლა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share