ჟურნალისტი ინგა გრიგოლიას განცხადებით, ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, “დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უთხრა მოძალადეებს, სადაც დაინახავთ ჟურნალისტებს ცემაში მოკალით, თქვენი თავისუფლება გარანტირებულია.”
“თუ არ ვცდები მე ვიყავი იმ უმცირესობაში ჩემს გოლეკებს შორის, რომელიც ვამბობდი, რომ მათ აუცილებლად გაათავისუფლებდნენ. იმიტომ, რომ ეს იყო ხელისუფლების მთავარი გზავნილი, დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უთხრა მოძალადეებს, სადაც დაინახავთ ჟურნალისტებს, ვინ გვაკრიტიკებს, დაესხით თავს, მოკალით ცემაში, მაგრამ თქვენი თავისუფლება გარანტირებულია. აი, დღევანდელმა მართლა დამონებულმა სასამართლომ, ეს ყველაფერი ცხადყო. სპეციალურად მიუსაჯეს ექვსი თვე, იმიტომ, რომ უკვე გაათავისუფლონ, რადგან წინ არის არჩევნები… ჩვენ გვყავს მოძალადე ხელისუფლება და დღეს ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა,” – განაცხადა გრიგოლიამ “ფორმულასთან” საუბარში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: