თურნავა: მედია ასეთი თავისუფალი არ ყოფილა წინა ხელისუფლების დროს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ფიქრობს, რომ დღეს მედია თავისუფალი და დამოუკიდებელია, რაც  წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა.

“მე კონკრეტულ შემთხვევაზე ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ არ ვიცნობ, სამწუხაროდ, ამ შემთხვევას, თუმცა ზოგადად, ჩვენი პოზიცია არის, რომ რა თქმა უნდა, სიძულვილის ენა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს და მედია თავისუფალია, დაცულია და მიუღებელია მედიის მიმართ რაიმე აგრესიის გამოხატულება. მედია მაქსიმალურად დაცულია, ასეთი თავისუფალი მედია არ ყოფილა წინა ხელისუფლების დროს”,- ამბობს თურნავა.

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს, ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ სასულიერო პირმა ბერმა იოანემ, თავკვეთულას მონასტრიდან, ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თავკვეთულას მონასტერში ჟურნალისტები იმის გასარკვევად ჩავიდნენ, მიმდინარეობს თუ არა მონასტერში უკანონო მშენებლობა, რამაც ბერის აგრესია გამოიწვია.

metronome.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share