თურქეთიდან საკვები პროდუქტების იმპორტი იზრდება – Top-10 პროდუქტი

თურქეთიდან წელს ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის რეკორდული ზრდის ფონზე, ქვეყნიდან საქართველოში რიგი პროდუქტების იმპორტის მაჩვენებელიც გაიზარდა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალით, რომლის იმპორტი 2021 წლის 7 თვეში გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველომ თურქეთიდან ყველაზე დიდი მოცულობით ხახვი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული შეიძინა. კერძოდ, 14, 675 ტონა (4.465 მლნ აშშ დოლარი), ეს მაშინ, როდესაც პროდუქტების შარშანდელი მაჩვენებელი 4,490 ტონა (1.426 მლნ აშშ დოლარი) იყო.

მეორე ადგილზეა შაქარი 14, 122 ტონით (7.078 მლნ აშშ დოლარი). გასულ წელს თურქეთიდან მხოლოდ 1.06 ტონა (3.8 ათასი დოლარის) პროდუქტის იმპორტი განხორციელდა.

გთავაზობთ, top-10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომლის თურქეთიდან იმპორტი 2021 წლის 7 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა:

  • 2021 წლის იანვარ-ივლისი – ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული – 14 675 ტონა (4.465 მლნ აშშ დოლარი) – 2020 წლის 7 თვეში – 4 490 ტონა (1.426 მლნ აშშ დოლარი)
  • შაქარი – 14,122 ტონა (7.078 მლნ აშშ დოლარი) – 2020 წლის 7 თვეში – 1.06 ტონა (3.8 ათასი ლარი)
  • პომიდორი, ახალი ან შეყინული – 12 534 ტონა (3.749 მლნ აშშ დოლარი) – 2020 წლის 7 თვეში – 11 683 ტონა (4.069 მლნ აშშ დოლარი)
  • ნესვი, საზამთრო და პაპაია, ახალი – 9 415 ტონა (839.5 ათასი აშშ დოლარი) – 2020 წლის 7 თვეში – 8 397 ტონა (741.5 ათასი აშშ დოლარი)
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული – 6 656 ტონა (8.938 მლნ აშშ დოლარი) – 2020 წლის 7 თვეში – 6 638 ტონა (7.803 მლნ აშშ დოლარი)
  • კარტოფილი, ახალი ან შეყინული – 6 450 ტონა (739.3 ათასი აშშ დოლარი)- 2020 წლის 7 თვეში – 4 587 ტონა (487.4 ათასი აშშ დოლარი)
  • კიტრი და კორნიშონი, ახალი და შეყინული – 4 942 ტონა (1.499 მლნ აშშ დოლარი) – 2020 წლის 7 თვეში – 3 052 ტონა (1.026 მლნ აშშ დოლარი)
  • მარგარინი – 2 427 ტონა (3.063 მლნ აშშ დოლარი) – 2020 წლის 7 თვეში -2 289 ტონა (3.063 მლნ აშშ დოლარი)
  • კომბოსტო თავიანი, კოლრაბი, ბროკოლი და საკვებად ვარგისი ანალოგიური ბოსტნეული – 2 188 ტონა (233.2 ათასი აშშ დოლარი) – 2020 წლის 7 თვეში – 1 795 ტონა (235.8 ათასი აშშ დოლარი)
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული – 1 332 ტონა (2.932 მლნ აშშ დოლარი) – 2020 წლის 7 თვეში – 1 164 ტონა (2.539 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება ზოგად მაჩვენებელს, 2021 წლის იანვარ-ივლისში თურქეთიდან საქართველოში 917.3 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 729.8 მლნ დოლარის. აღსანიშნავია, რომ წელს თურქული იმპორტი პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელსაც აღემატება, მაშინ 7 თვეში თურქეთიდან იმპორტმა 867.8 მლნ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, ბოლო 12 თვის განმავლობაში თურქეთიდან ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტმა 3 მლრდ დოლარს გადააჭარბა და რეკორდულ დონეს მიაღწია. სააგენტო Anadolu-ს ეგეოსის რეგიონის ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ჰაირეტინ უჩაკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში თურქეთიდან ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით, 1.638 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

თურქეთის ამ სექტორის პროდუქტების წამყვან იმპორტიორად კვლავ რუსეთი რჩება, სადაც 7 თვის განმავლობაში 527 მლნ დოლარის პროდუქცია შევიდა. შემდეგ მოდის გერმანია 186 მლნ დოლარის იმპორტით, მესამე ადგილზე კი რუმინეთია, სადაც თურქთიდან იმპორტირებულმა ახალი ხილ-ბოსტნეულის პროდუქციამ 141 მლნ დოლარი შეადგინა.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share