ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომ ტელეკომპანია “პირველი” საინფორმაციო გადაცემებს საღამომდე წყვეტს, მიზეზი კი ახალი სეზონის დასაწყისია, არაერთი სიახლით:
„ტვ პირველის” ახალი სიცოცხლე, ახალი სუნთქვა იწყება დღეიდან. საღამომდე ვაჩერებთ საინფორმაციო გადაცემებს სწორედ ამ მიზნით და ვემზადებით თქვენთან შესახვედრად, ახალ მისამართზე.
დღეს საღამოს, ზუსტად 19.00-ზე, ვხსნით ახალ სეზონს და გიჩვენებთ ახალ კოსმოსურ ხომალდს. ახალი სტუდიებით და დიდი გეგმებით.
თამამად ვიტყვი, ასეთი ნიუსრუმი საქართველოში არცერთ არხს არ აქვს. თავადვე დარწმუნდებით, როცა პირველი კადრი გაიხსნება და საკუთარი თვალით იხილავთ ,,პირველების,, სტუდიას. ხომ და დღეს ვიწყებთ და ზუსტად ვიცი, რომ ეს 3 სექტემბერი არასოდეს დამავიწყდება.
გეგმა ასეთია 19.00-ზე ჩვენი ახალი ოფისის პრეზენტაცია. 20.00-ზე ჩვენი ცენტრალური საინფორმაციო გამოშვება, ,,პირველები” რომლის დასრულებისთანავე 21.45-ზე დავიწყებთ დიანა ტრაპაიძის და ჩემს ახალ გადაცემას, სახელად ,,პოლიტიკური ამბები” და აქვე დავაანონსებ, რომ ჩვენი პირველი გადაცემის სტუმრები იქნებიან. 1. პარტია ,, საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია, 2. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია, 3. არჩევნებზე მესამე ძალის სახელით გამოსული გრიგოლ და გიორგი ვაშაძეები. ძალიან საინტერესო საღამოს ეთერს გპირდებით.
ერთად დავიწყოთ ტვ ,,პირველის” ახალი სიცოცხლე. გამიხარდება წარმატებებს თუ გვისურვებთ. მოკლედ, ჩვენ ვიწყებთ”, – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.