„საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები, ჩვენ ვართ უმცირესობაში. ქვეყანაში პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა ეპიდსიტუაციასთან შედარებით. შარშან გაზაფხულზე უფრო მეტი სოლიდარობა იყო. დღეს სამწუხაროდ, კოვიდის თემა არის მთავარი საჯილდაო თემა პოლიტიკურ პარტიებს შორის. მე მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მათი შეხვედრები დაიწყოს აცრების თემით იმიტომ, რომ აცრებზე გადის დღეს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დასრულება, ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და ის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. შარშან ეს არ ყოფილა, იყო მეტი სოლიდარობა“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.