“ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი, გავერთობით ძალიან კარგად. მას შევპირდი, რომ დავახვედრებთ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებთ ციხეში, გარემონტებულ ციხეში სხვათა შორის. ეს არის სააკაშვილის ბედი, თუ გაინტერესებთ ყველას. კიდევ ერთი მინდა ვთქვა, კაცი, რომელმაც გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის უდიდესი მწვერვალი, ამის იქით რომ არაფერი არსებობს, ომის დროს მიატოვა ჯარისკაცები, სტუმარი კაცი ჰყავდა ჩამოყვანილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიაგდო, მიატოვა ყველა და სტუმარი მიატოვა და მიწაზე იფორთხიალა. შემდეგ გახსოვთ ცნობილი კადრები, უკრაინაში როგორ ათრიეს თმებით. ასე, რომ ნებისმიერი მისი რაღაც მორიგი სულელური პროვოკაცია ჩვენში მხოლოდ ღიმილს იწვევს. თუ ჩამოსვლა უნდა ჩამოვიდეს, რატომ ვერ ჩამოდის, 9 წელი გავიდა. იმიტომ, რომ კურდღელია, ლაჩარი და მშიშარა კაცია” – განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მსგავსი სტატიები:
ნახეთ, როგორ გამოიყურება გაჭრილი სატვირთო გემი მასში მყოფი 4200 ავტომობილით
რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას – დოკუმენტი
სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებს
ნაციონალური მოძრაობის ოფისსა და მელიას ბანერს იარაღიდან ესროლეს
წარმოუდგენელია, ვინმემ 26 მაისი ან 7 ნოემბერი 20 ივნისს შეადაროს – მამუკა მდინარაძე
“მუტაციები იქნება, არაერთი მუტაცია – არ გამიკვირდება, რომ ახლო მომავალში “ქართული შტამიც” აღმოჩნდეს”
ოზურგეთელი სპორტსმენები ლაშა ტალახაძეს გამარჯვებას ულოცავენ
“…პარლამენტში დარჩენილმა ნაცებმა ნაღდად ივლისის პრემია აიღეს” – ირაკლი ოქრუაშვილი
