ტელეწამყვანი მერაბ მეტრეველი იმ ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებებს ეხმაურება, ვინც მიხეილ სააკაშვილის სახელის ხსენებასაც კი კრიტიკით ხვდება ხალხმრავალ აქციებზე.
“წარმოიდგინეთ, როგორი სიტუაციაა: პარტიები, რომლებმაც არჩევნებში 1, 2 და 3 პროცენტი მოიპოვეს, 28 პროცენტის მომპოვებელი პარტის ლიდერს ეუბნებიან, შენ თავი დაგვანებე, არაფერში გვჭირდები, მხოლოდ შენი პარტია და მისი 28 პროცენტი გვინდა, რომ კოალიცია გავაკეთოთ და ხელისუფლებაში მოვიდეთო. თან პრემოერიც ჩვენი უნდა იყოსო. ანუ მიშას რეიტინგით მოპოვებული 28 პროცენტით ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ და მიშა არა. ამათ მგონი სააკაშვილი ქველმოქედი გონიათ.”- წერს მეტრეველი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.