უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი თანამდებობიდან გადადგა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი თანამდებობას ტოვებს. გადადგომის შესახებ მისი ხელმოწერილი განცხადება სამინისტროს საიტზე განთავსდა.

“მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობის წლებისთვის. მადლობა თითოეულ ოფიცერს, რიგითს და თანამშრომელს”. – ნათქვამია განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ გადადგა მინისტრი.

მედია ინტერფაკს-უკრაინა წერს, რომ მმართველი პარტიის წევრი, ირინა ვერენშუკი ვარაუდობს, რომ ავაკოვმა გადადგომაზე განცხადება პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით დატოვა.

“შემიძლია ვივარაუდო, რომ სწორედ პრეზიდენტმა შესთავაზა ბატონ ავაკოვს დაეწერა ასეთი განცხადება. როგორც გახსოვთ, როდესაც ჩვენ ხმა მივეცით მის დანიშვნას, ეს იყო თავად ბატონი ზელენსკის გარანტია, მაშინ იმაზე ვლაპარაკობდით, რომ ბატონი ავაკოვი იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი ამ თანამდებობაზე და ჩვენ მას მხარი დავუჭირეთ სწორედ ბატონი ზელენსკის რეკომენდაციით. ვფიქრობ, რომ ისინი შეთანხმებულები იყვნენ, რომ თუ პრეზიდენტი მას განცხადების დაწერას სთხოვდა, ავაკოვი ამას გააკეთებდა, მიუხედავად იმისა, სურდა თუ არა ეს”. – თქვა ვერშუკმა.

ავაკოვი შინაგან საქმეთა მინისტრი 2014 წლის თებერვლიდან იყო. თანამდებობას ის ორი როგორც პოროშენკოს ასევე ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში იკავებდა. ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობის დროს ის ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share