ყვარელში, “საქართველოს ბანკში” შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, სავარაუდოდ მძევლად აყვანილი 15 პირის გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებულია, როგორც ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე ხელყუმბარით.
შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმებიც მიემართებიან.