ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის ინფორმაციით, ევროპარლამენტი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში სადამკვირვებლო დელეგაციას გამოგზავნის. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
“შესანიშნავი ახალი ამბავი – ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო დელეგაცია გაგზავნოს”. – წერს კალიურანდი.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.