ელისაშვილი ჩარკვიანის ახალ ინიციატივაზე: საზღვარი უნდა გაარღვიოს, სააკაშვილი ბომბდამშენით შემოაფრინოს და დასვას, თუ წყალქვეშა ნავით მტკვარში უნდა ამოვიდნენ?

“ამ ქვეყანაში ყველას, მათ შორის თაკო ჩარკვიანს აქვს უფლება, კანონის ფარგლებში, უნდა სახალხო მოძრაობა და თუ უნდა სახალხო ლაშქარი შექმნას, მაგრამ მეეჭვება, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება გაბედოს, რადგან მას გარდაუვალი ციხე ელოდება. რამდენიმე მუხლია, რაზეც ღლიცინებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ვალერი გელაშვილი დღისით, მზისით, სააკაშვილმა სპეცრაზმს აცემინა, ისევე როგორც გაატაცებინა კობა დავითაშვილი, რომელიც იმდენად სასტიკად აცემინა, რომ მთელი ცხოვრება დავითაშვილი ამით იტანჯებოდა. სააკაშვილს ამ ბრალის გამო ციხეში დაჯდომა მოუწევს. პიჯაკების საქმე საღლიცინოა და კი ბატონო, მაგრამ კონკრეტული ფაქტებია, რაც ყველამ ვიცით და დადასტურებულია. სააკაშვილმა იცის, რომ მას აუცილებლად ელოდება ციხე. შესაბამისად, გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ჩამოვიდეს”, – ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share