ერთთვიანი შეზღუდვის შემდეგ, დღეიდან ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

ერთთვიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 7 სექტემბერს მიიღო.

მანამდე კი, მძიმე ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება 14 აგვისტოს
აიკრძალა. თავდაპირველად შეზღუდვა 4 სექტემბერს უნდა მოხსნილიყო, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებით ის კიდევ 10 დღით გადავადდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share