ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დვაბზუს თემის გამგებელი, მამია გოგუაძე, მმართველ პარტიას ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს და მოსახლეობას ხმის ამოღებისაკენ მოუწოდებს:
“მომაწოდეს ინფორმაცია, რომ დვაბზუს თემში რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლას, შანტაჟს და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა ეს სამწუხაროა, ჩვენ არანაირი ბერკეტი ამის აღსაკვეთად არ გაგვაჩნია, ვურჩევ მოქალაქეებს ასეთ შემთხვევებში აქტიურად ითანამშრომლონ კომპეტენტურ ორგანოებთან და თუ ძალადობა გაგრძელდა ხმა აიმაღლონ. არჩევნები უნდა ჩატარდეს კონკურენტულ გარემოში” განაცხადა “გფურიის მოამბესთან” საუბრისას დვაბზუს თემის გამგებელმა მამუკა გოგუაძემ.
ჟურნალისტებმა დღეს, დვაბზუს თემში მცხოვრები რამდენიმე ადგილობრივი ოჯახი მოინახულეს, რომლებზეც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, ამავე ოჯახის წევრების მტკიცებით, ზეწოლა განახორციელეს.
ერთ ერთი ასეთი მარგალიტა და ნარგიზ ბასილაშვილების ოჯახია, რომელიც სოფელ გაღმა დვაბზუში მდებარეობს.
ნარგიზ ბასილაშვილი შშმ პირია, როგორც ის ჩვენთან საუბარში აცხადებს, მასთან სახლში იმყოფებოდნენ “ოცნების” წარმომადგენლები და აიძულებდნენ მხარი მათთვის დაეჭირათ – წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებიდან ვერანაირ დაზნარებას ვერ მიიღებდნენ.
მომხდარს გმობენ ოპოზიციაში და აცხადებენ, რომ “ოცნება” ვინაიდან 43% ვერ იღებს და მცირე მხარდაჭერა აქვს, ხელისუფლება მხოლოდ ძალადობით, შანტაჟითა და გაყალბებით აპირებს ფონს გასვლას.
მმართველ პარტიაში “გურიის მოამბეს” დაემალნენ, კონკრეტულად-ჩვენს მისვლაზე შტაბის ადმინისტრაცია ოთახებში ჩაიკეტა.
ნარგიზი ბასილაშვილი შშმ პირი-იყვენ მოსულები როზეტა, მისი მამიდაშვილი და მისი გოგო, კენჭს იყრის „ქართული ოცნებიდან“ და მე მეჩხუბენ. მე მაგათთვის მქონდა ნათქვამი, ინერტული მასალით ქუჩის მოშანდაკება თქვენ, ჩვენო ხმა მოგვეცითო და ასფალტსო დაგიგებთო და მე ასფალტს საერთოდ არ ვითხოვდი, ვითხოვდი ხრეშს, ამიტომ რატომ არ ქენით მეთქი, მითხრეს საყვედური, მეჩხუბენ და ყველაფერი სიავე მიძახეს – დაგლახებული, დამონებული კუზიანი … მეც ხომ ადამიანი ვარ. ჩემი სიპატარავით არ უშავდება არავის არაფერი.
ასე მითხრა მე შენ პატივს გცემდიო და რა პატივს მეთქი რომ ვკითხე, წამლები გიყიდეო- მითხრა და წამლებს მე გამგეობაში ვწერდი განცხადებას და მთავრობა იხდიდა ფულს. წამალს რომ გაძლევ ხმა მომეციო.
სოფლიდან ბევრი წერდა განცხადებას წამალზე და მეც დავწერე და გამგეობა იხდიდა. მე ვაკეთებდი ამასო, არა და თვითონ არ აკეთებდა ვიცი მე მაგი. მაგის სანაცვლოდ ხმა მომეციო და მე ხმა რატო უნდა მიმეცა.
დვაბზუს გამგებელი, მამია გოგუაძე- დიახ, ვიცი ეს ამბავი მე, ჩემთანაც იყო ქალბატონი, ვესაუბრეთ, მაგრამ სამწუხაროდ ის ბერკეტი არა გვაქვს ჩვენ, რომ ამ ქალბატონს რაიმეთი დავეხმარო. ამ სოფელში ასეთი შემთხვევა პირველი არ არის. კიდე იყო ერთი შემთხვევა, რომელიც პრესაში გაშუქდა და ყველა დაზარალებულმა თუ შეურაცხყოფილმა ადამიანმა, რომელთაც მიაყენეს ტრავმა, დაშინება, მე ვთვლი რომ თვითნ უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოებს, საქმის შემდგომი მსვლელობისათვის. ხშირია ასეთი შემთვხვევბი. ერთ ოჯახში კიდე იყვნენ „ქართული ოცნებიდან“, რომ „ქართულმა ოცნებამ“დაგეხმარათ და რატო ღალატობთ მას, აი დაახლოებით ასეთი საუბრით. არჩევნები თავისუფალია და ყველამ უნდა გამოხატოს თავისი თავისუფალი ნება. არა ასე ძალადობით. შარშან მე ფქვილი მოგეცი, ფოჩიანი კანფეტი მოგეცი და შენ ამის სანაცვლოდ უნდა მომცე ხმა. ეს არ არის კონკურენტუნარიანი გარემო. თუ ასეთი შემთხვევები გაგრძელდება და კიდე იქნება, მე მგონი, რომ მოსახლეობამ ხმა უნდა აიმაღლოს.
დავით მჟავანაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება დარწმუნდა, რომ ვერც კი უახლოვდებიან 43%-ან ზღვარს, ისინი გადავიდნენ არნახულ ძალადობაზე. ამას აკეთებენ ყელა ქალაქში, ყველა რაიონში და ოზურგეთი იმოით არის გამორჩეული, რომ „ქართულ ოცნებას“ აქ ჰყავს ორი ფლანგი, ერთი ეს არის-ავთანდილ თალაკვაძე და მეორე მხარეს, კონსტანტინე შარაშენიძე, სადაც „ქართული ოცნების“ ორი პროექტი და ცდილობენ რამენაირად ეს ორი ადამიანი, გადაათრიონ მეორე ტურში და ამისთვის ისინი კადრულობენ ყველაფერს. ორივე მათგანს აქვს მწვანე ანთებული იმისთვის, რომ ადამიანებზე იძალადონ, მოისყიდონ, დააშინონ და აიძულონ, რომ რამენაირად „ქართული ოცნების“ რომელიმე კანდიდატს მისცეს ხმა, დაუჭიროს მხარი.
მე მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ოზურგეთელს ნუ შეეშინდებათ ნურც მუქარის, ნურც ნურანაირი შანტაჟის, რადგან ეს იქნება რეფერენდუმი და რეფერენდუმის შემდეგ ვერცერთი მათგანი ვერც გადაწყვეტს, ვერც დააშინებს, ვერც მოისყიდის და ქვეყანაში დამყარდება ნამდვილი დემოკრატია და ასეთ ადამიანებს, არ მიეცემათ საშუალება, რომ ამომრჩევლებზე და ქართველ ხალხზე იძალადონ.