პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება საქართველოს ბოლო 30 წლის ისტორიაში ყველაზე ჰუმანურია. ამის შესახებ მან დღეს, 14 სექტემბერს, კასპის მერობის კანდიდატის წარდგენისას ისაუბრა”
“მე მესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს იყოს განაწყენებული, პროტესტი გააჩნდეს, ბუნებრივია. იმიტომ, რომ გასაჭირია ქვეყანაში და ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ჩვენ ეს კარგად გვესმის. ჩვენ არ ვართ უშეცდომონი, ჩვენ არ ვართ იდეალური მთავრობა და ხელისუფლება, მაგრამ ვთქვათ, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე, თუ ყველაზე არა, ვთქვათ პირდაპირ, რომ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ხალხმა აღიდგინა დამოუკიდებლობა.
შეცდომა ყველას მოსდის, ყველა მმართველს, ადამიანს, ვინც საქმეს აკეთებს, მაგრამ ამ შეცდომებს ვასწორებთ და მივდივართ წინ. რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ბოლო 8 წლის განმავლობაში, არცერთ ხელისუფალს არ გაუკეთებია ასეთ მოკლე დროში, ერთბაშად, მასშტაბურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები პროგრესი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.