ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას გიორგი გახარიას “კოკაინშიკობაზე და აღნიშნა, რომ მისთვის პასუხის გაცემა დროის ფუჭი ნაყვაა:
“ირაკლი კობახიძეს არაფერს არ ვუპასუხებ. არ ვუპასუხებ რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი – ამაზე დროის დაკარგვა არ მინდა, ეს დროის ფუჭი ნაყვაა – მეორე, ადამიანებს, რომლის სიტყვასაც უკვე არანაირი აზრი არ აქვს, რა უნდა ვუპასუხო. ამ თემას დავუბრუნდები, მე ამ თემაზე საუბარი მხოლოდ დავიწყე, მხოლოდ დავიწყე და ჯერ ილაპარაკონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.