ძველ სახაზინო სკოლებში მხოლოდ წერა-კითხვას ასწავლიდნენ და იმ ცოდნის მიცემა, რის დაუფლებისკენაც ყოველთვის მიისწრაფოდნენ გურულები, ამ სასწავლებლებს არ შეეძლო. ამას თან ერთვოდა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – ხელისუფლება სკოლებში უმთავრესად არაკვალიფიციურ კადრებს აგზავნიდა, ზოგიერთი მათგანი რუსიფიკატორული პოლიტიკის გატარების მიზნით იყო მივლინებული, ხოლო გლეხური მოძრაობის პერიოდში კი, როგორც პოლიციის აგენტი.
როცა სახაზინო სკოლა მოიშორეს, გურულებმა შეიქმნეს სასკოლო კომიტეტები, რომელთაც ეკისრებოდათ ძველ შენობების შეკეთება, მათი ექსპლუატაციის და პედაგოგები ხელფასების ხარჯთაღრიცხვა.
პედაგოგ-მასწავლებლებს იწვევევდნენ ქუთაისის გუბერნიის მასწავლებელთა კავშირის რეკომენდაციით. სწავლების პროგრამა შემუშავებული იყო თბილისის პედაგოგიური ყრილობის მიერ, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის წევრებიც.
ქუთაისის გუბერნატორი ვლადიმერ სტაროსელსკი წერდა: ,,2-3 წლის განმავლობაში რევოლუციამ სასწაული მოახდინა: ამან აღამაღლა ხალხის საერთო დონე გონებრივ და ზნეობრივ განვითარებისა ისეთ სიმაღლემდე, რომელიც მიუწვდომელი მიაჩნდათ 10 წლის მშვიდობიან, მისთვის საუკეთესო პირობებში მუშაობითაც კი.”
წიგნიდან გურიის რესპუბლიკა