კახა ჩავლეშვილი – სპეციალურად
„გურიის მოამბესათვის“
ლანჩხუთი 33; ოზურგეთი 4; ჩოხატაური 1: სულ გურიაში ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 38 საჩივარია შესული.
ცესკოს მონაცემებით #61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის 37 საჩივარია წარდგენილი. აქედან 33 საჩივარი ერთიანი ნაცინალური მოძრაობის მიერაა წარდგენილი, ხოლო დანარჩენი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საჩივრები ძირითადად შეეხება:
- საუბნო სარჩევნო კომისიების უფლებამოსილი პირების უბნებზე არ ყოფნას, და მოთხოვნილია საუბნო კომისიის მდივნებისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
- საუბნო საარჩევნო კომისიის შესარჩევი წევრების მიერ განცხადებების ხარვეზით დაწერას, კერძოდ არა აქვთ მითითებული თავიანთი მისამართები. მოთხოვნილი იყო უმისამართო კომისიის წევრებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც კომისიამ არ დააკმაყოფილა;
სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრები შეეხება საარჩვენო სუბიექტების მიერ შესაძლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.
#60 ოზურგეთის საოლქო სარჩევნო კომისიაში წარდგენილია 4 საჩივარი, აქედან სამი საჩივარი წარდგენილია სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ და შეეხება ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებას. ერთი საჩივარი წარდგენილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და შეეხება გადასატან ყუთთან დაკავშირებული პროცედურების სავარაუდო დარღვევას.
#62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 1 საჩივარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, საჩივარი შეეხება საუბნო კომისიის წევრის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილებას.