ძმები – ალექსი, შოთა და ყაისარი ერთ – ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ გურულ მომღერალთა შორის. ისინი კარგად ფლობდნენ გურულ ფოლკლორულ, თუ სახასიათო სიმღერებს.
მე ხშირად მინახავს და მომისმენია მათი გამოსვლები ოზურგეთის თეატრის სცენასა, თუ სხვადასხვა შეხვედრებზე.
ძმები მამულაიშვილების ტრიო განსხვავდებოდა სხვებისგან თუნდაც მანერით, თუნდაც იმიტომ, რომ მათ გავლილი ჰქონდათ ცნობილი მომღერლის და ლოტბარის ვარლამ სიმონიშვილის სკოლა. ისინი სოფელ შემოქმედიდან იყვნენ.
უფროსი ძმა ალექსი 1924 წელს დაიბადა, გარდაიცვალა 2012 წელს. იგი ვარლამის გუნდის წევრი იყო და სწორედ მან შთააგონა ძმებს გურული სიმღერების ვარლამისებური მანერა და გემოვნება.
შოთა 1926 წელს დაიბადა, გარდაიცვალა 2006 წელს. იგი გურულ სიმღერას კარგად უთავსებდა პარტიულ საქმიანობას. ძმებთან ერთად სიამოვნებას ანიჭებდა მსმენელებს.
ყაისარ მამულაიშვილი 1928 წელს დაიბადა, გარდაიცვალა 2006 წელს. ის სოფელ შემოქმედში მუშაობდა ფერმის გამგედ. რატომღაც მეჩვენებოდა, რომ ყაისარი თავკაცი იყო ძმებს შორის, სიმღერის დროს.
საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ძმებმა მამულაიშვილებმა საუკეთესო ფურცელი ჩაწერეს გურული სიმღერის აღდგენისა და განვითარების საქმეში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ძმები.
https://www.facebook.com/groups/707873013428376/ – გურული ფოლკლორის გულშემატკივარი