„რისთვის მემუქრება საკანი? იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო ავაშენე? იმისთვის, რომ სიღარიბე 3-ჯერ შევამცირე? რისთვის?!“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ტვ “ფორმულასთან”.
“თუ ქართველი ხალხი დაუშვებს იმას, რომ ამ ტლუ ივანიშვილმა ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი გაუშვა ციხეში, მაშინ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ.
ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მე არაფრის არ მეშინია. ჩვენ ვკარგავთ სახელმწიფოს და ჩემთვის ესაა მთავარი საფიქრალი.
ამერიკაშიც და ევროპაშის სვამენ ამ კითხვებს, რომ თუ ქართველ ხალხს არ აწუხებს ქვეყანაში არსებული ეს სიმყრალე და ბაყაყების ყიყინი, მაშინ რა შუაშია სხვა სახელმწიფო? მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი იტყვის თავის სათქმელს.
ივანიშვილი დღეს დგას 200 სუსელზე, რომელიც ყველას უსმენს, 150 სპეცნაზელზე და ორ წყლის მანქანაზე და თუ ეს არის გადამწყვეტი, მაშინ რაზე ვლაპარაკობთ”? – განაცხადა სააკაშვილმა.