დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 სექტემბერს საქართველოში რეკორდულად ცოტა, 6 617 ადამიანი აიცრა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 27.2%-ია აცრილი.
27 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 749 457 აცრა:
- სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 971 836 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.2%
- სრულად ვაქცინირებულია 777 621 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 27.2%
რაც შეეხება აცრების სტატისტიკას რეგიონების მიხედვით:
- თბილისი – 3 756
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 416
- გურია – 89
- აჭარა – 694
- რაჭა – ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 95
- იმერეთი – 832
- სამცხე – ჯავახეთი – 77
- შიდა ქართლი – 197
- მცხეთა – მთიანეთი – 93
- ქვემო ქართლი – 191
- კახეთი – 177
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 27 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 2383 ადამიანი გამოჯანმრთელდა.